ისტორია

      „თბილღვინო ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, უახლესი ტექნოლოგიებითა და ტრადიციული მეთოდების გათვალისწინებით, იქმნება ღვინო საქართველოდან, რომელმაც არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველაზე გავლენიან კონკურსებზე (Decanter London, IWC London, IWSC London). „ 

1962

დაარსდა კომპანია თბილღვინო და დაიწყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმოო ისტორია.

1962
2000

კომპანიას ახალი გუნდი ჩაუდგა სათავეში, რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების განახლებულ, თანამედროვე ფილოსოფიას.

2000
2002

შეიქმნა განსაკუთრებული მარაგის ღვინო.

2002
2006

განსაკუთრებული მარაგის საფერავმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან კონკურსზე
(International Wine&Spirits Competition, London) მიიღო ვერცხლის მედალი და კატეგორიის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა.

2006
2008

თბილღვინოს ISO 22000 (კვების უსაფრთხოება) და ISO 9001 (ხარისხის კონტროლი)
სერტიფიკატები მიენიჭა, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების შვეიცარული
კომპანია (SGS) გასცემს.

2008
2009

თბილღვინო გახდა ქართული ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი.

2009
2010

განახლდა ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია.

2010
2011

თბილღვინომ თავისი მასშტაბების გაფართოება გადაწყვიტა და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით ახალი ღვინის საწარმოს მშენებლობა დაიწყო ყვარლის რაიონში.

2011
2012

კახეთის რეგიონში, კერძოდ ყვარელში, თბილღვინოს შეემატა ახალი საწარმო გაზრდილი სიმძლავრეებით, რითაც შესაძლებელი გახდა 9 მილიონი ლიტრი ღვინის შექმნა. 

2012
2013

დაიწყო თბილღვინოს პირველი ვენახების გაშენება ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში, რამაც კომპანიას საშუალება მისცა გაეკონტროლებინა წარმოების სრული ციკლი.

2013
2014

თბილღვინოს მსოფლიო ცნობადობა გაიზარდა და მისი პროდუქცია 30-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე.

2014
2017

თბილღვინომ მიიღო პირველი მოსავალი საკუთარი ვენახებიდან.

2017
2021

თბილღვინოს მიერ გაშენებულმა ვენახების ფართობმა 400 ჰა-ს გადააჭარბა, რამაც გამოიწვია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

2021
2022

ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე (Decanter London, IWC London, IWSC London) მიღებული 49 ჯილდოთი, თბილღვინო უკვე მესამედ გახდა ყველაზე ტიტულიანი ქართული კომპანია მიღწევების ჯამური რაოდენობით.

2022

თბილღვინო ღირსეულად აგრძელებს ქართული ღვინის 8000 წლიან გზას, რომელიც ყველა ქართველისთვის საამაყოა. გთავაზობთ ანიმაციას, რომელიც ქართული ღვინის ისტორიაზე მოგვითხრობს.

საიუბილეო კოლექცია

60 წლის აღსანიშნად, თბილღვინომ საიუბილეო კოლექცია შექმნა, რომელშიც საკუთარ ვენახებში მოწეული ყურძნისგან დამზადებული წინანდალი და საფერავი არის წარმოდგენილი, გამორჩეული არომატებითა და დაუვიწყარი გემოთი.

თბილღვინოს საიუბილეო კოლექციის წინანდალი ერთ-ერთი უძველესი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სასმელი მომწვანო ჩალისფერია, რომელსაც ნედლი თხილისა და თეთრი ატმის ტონებთან ერთად, ციტრუსების სურნელი ერთვის. მის გემოში სასიამოვნო მჟავიანობა, კახური მწვანეს სიხალასე, რქაწითელის ძალა და სიმსუბუქე იგრძნობა.

საფერავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. საიუბილეო კოლექციის საფერავი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. თბილღვინომ 2018 წლის მოსავლისგან ჩემპიონი საფერავი შექმნა, რომელიც ლონდონში საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა. მასში მწიფე ალუბლის, მაყვლის, ვანილისა და მუხის ტონები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ჯილდოები

 60-იანი წლებიდან მოყოლებული, თბილღვინოს ღვინოების ასორტიმენტი მუდმივად იხვეწება და იზრდება. ამჟამად კომპანია სუფრისა და პრემიალური ღვინოების გარდა, ქმნის განსაკუთრებული მარაგის, ქვევრისა და ქარვისფერ მშრალ ღვინოებს. ყველა მათგანის ობიექტური შეფასება თბილღვინოს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ამიტომ კომპანია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე.

 2022 წელს, ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე (Decanter London, IWC London, IWSC London) მიღებული 49 ჯილდოთი, თბილღვინო უკვე მესამედ გახდა ყველაზე ტიტულიანი ქართული კომპანია მიღწევების ჯამური რაოდენობით. არსებული კონკურსები ყველაზე გავლენიანი, წამყვანი და მიუკერძოებელი მსოფლიო დონის კონკურსებია, სადაც წარმოდგენილ ღვინოებს მთელი მსოფლიოს ქვეყნების ღვინის სახელგანთქმული ექსპერტები და სომელიეები აფასებენ.

საფერავი 2018 ქართული ღვინის ისტორიაში პირველად ჩემპიონ ღვინოდ დასახელდა.

იხილეთ მეტი
საერთაშორისო აღიარებებს შორის, 2020 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი და საამაყო იყო თბილღვინოს ისტორიაში. კომპანიამ დააგროვა 31 მედალი 3 ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე, Decanter 2020, London, International Wine & Spirit Competition 2020, London და International Wine Challenge 2020, London. მათ შორის კი, თბილღვინოს 2018 წლის მოსავლის საფერავმა, ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, მოიპოვა ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტული 97/100 საკონკურსო ქულით IWC London 2020-ზე.  

ქვევრის ქისი 2020-მა Decanter London-ის კონკურსზე ოქროს მედალი და Value მოიპოვა, რაც ნიშნავს რომ ამ ღვინის ხარისხი აღემატება ფასს.

იხილეთ მეტი
2022 წელი, თბილღვინოსთვის წარმატებული იყო არა მხოლოდ IWC London-ზე, ასევე Decanter London 2022-ზე, რომელზეც 300-მდე საერთაშორისო ღვინის ექსპერტი იყო შეკრებილი და მსოფლიოს 54 ქვეყნის 18,244 ღვინო იღებდა მონაწილეობას. კონკურსიდან თბილღვინო 19 მედლით დაბრუნდა სამშობლოში, რომელთა შორის ქვევრის ქისი 2020-მა 95/100 საკონკურსო ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალთან ერთად, ქვევრის ქისმა Value-ც მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ღვინის ხარისხი აღემატება ფასს.  

ქისი განსაკუთრებული მარაგი 2021 ოქროებს შორის გამორჩეული პრიზით, Trophy-ით დაჯილდოვდა IWC London-ის კონკურსზე.

იხილეთ მეტი
კომპანიამ წარმატებით გააგრძელა ასპარეზობა და 2022 წელს განსაკუთრებული მარაგის ქისმა (2021), IWC London-ზე მიიღო ოქრო და ტროფი. კონკურსზე 10 000-ზე მეტი ღვინო იყო რეგისტრირებული, საიდანაც 164 თეთრი ღვინო დაჯილდოვდა ოქროთი, და მხოლოდ 40, მათ შორის, ქისი განსაკუთრებული მარაგი გამორჩეული პრიზით - Trophy-თ.  

მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი 2018-მა 95 ქულით ოქროს მედალი მიიღო IWSC London-ის კონკურსზე.

იხილეთ მეტი
International Wine and Spirits Challenge, London - კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების კონკურსია, რომელზეც თბილღვინო უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ასპარეზობს. IWSC London 2021-ზე თბილღვინომ 8 მედალი მოიპოვა, მათ შორის 2018 წლის განსაკუთრებული მარაგის მუკუზანმა 95/100 საკონკურსო ქულით ოქროს მედალი მიიღო.  

თბილღვინოს საერთაშორისო წარმატება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში.